Wednesday, April 13, 2011

ბულგარეთი




ბულგარეთი (ბულგ. България), ოფიციალური სახელი ბულგარეთის რესპუბლიკა (Република България), ქვეყანა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. ბულგარეთს ესაზღვრება ხუთი სახელმწიფო: რუმინეთი ჩრდილოეთიდან (საზღვრის დიდი ნაწილი მდინარე დუნაის მიუყვება), სერბეთი და მაკედონია დასავლეთიდან, საბერძნეთი და თურქეთი კი სამხრეთიდან. შავი ზღვა მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთით.

ბულგარეთის ტერიტორიის ფართობი შეადგენს 110,994 კვადრატული კილომეტრს და მას ევროპაში მე–16 ადგილი უკავია. ქვეყანაში არის რამდენიმე განსაკუთრებით მაღალი მთათა სისტემა, ესენია სტარა-პლანინას (ბალკანეთის) და როდოპის მთათა სისტემა, ასევე აღსანიშნავია რილას ქედი, აქ მდებარეობს ბალკანეთის უმაღლესი მწვერვალი მუსალა. ამის საპირისპიროდ დუნაის დაბლობი ჩრდილოეთით და ზემო თრაკიის პლატო წარმოადგენს ბულგარეთის ყველაზე დაბალ წერტილს, აქვე მდებარეობს ქვეყნის ყველაზე ნაყოფიერი ტერიტორიებიც. ბულგარეთში შავი ზღვის სანაპირო ზოლის სიგრძე 378 კილომეტრს შეადგენს.

ჩვენი წელთაღრიცხვის VII საუკუნიდან იწყება ბულგარული სახელმწიფოს წარმოშობის და ჩამოყალიბების პროცესი. ყველა ბულგარულ სუბიექტს, რომელიც მოგვიანებით გაჩნდა, გააჩნდა საერთო ტრადიცია და ფესვები. ამ პერიოდში ბალკანეთის ნახევარკუნძულზე დაწინაურდა ბულგარეთის პირველი იმპერია (632/681 – 1018).[1] საუკუნეების შემდეგ, ქვეყანაში წარმოიშვა ბულგარეთის მეორე იმპერია (1185 – 1396/1422), უკვე მოგვიანებით ეს ტერიტორია ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში მოექცა, ბულგარეთი ოსმალეთის შემადგენლობაში ხუთი საუკუნე დარჩა.

რუსეთ-ოსმალეთის 1877–1878 წლების ომმა განაპირობა ბულგარეთის ტერიტორიაზე კონსტიტუციურ მონარქიული სახელმწიფოს შექმნა, სანა-სტეფანოს ზავით აქ დაარსდა ბულგარეთის მესამე სახელმწიფო. 1908 წელს ბულგარეთმა ისარგებლა ოსმალეთში შექმნილი სოციალური არეულობით და სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ქვეყნის დედაქალაქი გახდა ველიკო-ტირნოვო.[2]

1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ბულგარეთი გახდა კომუნისტური სახელმწიფო და ის წარმოადგენდა სოციალისტური ბანაკის წევრ ქვეყანას. ბულგარეთს 34 წლის განმავლობაში მართავდა თეოდორ ჟივკოვი (1954-1989). 1989 წლის რევოლუციის შემდეგ ქვეყანაში კომუნისტები დამარცხდნენ.

ბულგარეთი გაწევრიანებულია ევროკავშირში, ნატოში, გაეროში და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. 2006 წლის მონაცემებით, ამ სახელმწიფოს ადამიანის განვითარების ინდექსის მიხედვით მსოფლიოში 61- ადგილი უკავია.

სახელწოდება ოფიციალური: ბულგარეთის რესპუბლიკა.
ეროვნული: България, Република България.
ეტიმოლოგია: წარმოსდგება ეთნონიმბულგარისაგან“. სიტყვა Bulg თურქულ ენაზეშერეულსნიშნავს.
გეოგრაფია  

ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპაში, მდებარეობს ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. მისი მოსაზღვრე სახელმწიფოებია: რუმინეთი, თურქეთი, საბერძნეთი, მაკედონია, სერბია და მონტენეგრო.
ფართობი - 110.910 კვ.კმ.
ბუნება - ტერიტორიის დიდი ნაწილი ბალკანეთის მთიანეთს და როდოპის მთებს უჭირავს, უმაღლესი წერტილი მთა მუსალა 2.925 .
სახელმწიფო
სახელმწიფო სისტემა : განვითარებადი დემოკრატიული რესპუბლიკა.
სახელმწიფოს მეთაური : პრეზიდენტი Georgi PURVANOV (2002).
მთავრობის მეთაური  : პრემიერ-მინისტრი Sergey Stanishev (2005).
საკანონმდებლო ორგანო : ერთპალატიანი სახალხო კრება (240 წევრი).
ადმინისტრაციული დაყოფა : 8 ოლქი და დედაქალაქი.
დემოგრაფია [რედაქტირება]
მოსახლეობა - 7.538 ათასი (2003), მათ შორის ბულგარელები 84%, თურქები 9%, ბოშები 4%.
სახელმწიფო ენა : ბულგარული.
რელიგია - მართლმადიდებელი ქრისტიანობა.
დედაქალაქი - სოფია (1.089, აგლ. 1,183 ათასი).
ქალაქები - პლოვდივი (338 ათასი), ვარნა (312), ბურგასი (192), რუსე (161), სტარა ზაგორა (143).
ეკონომიკა
რესურსები - ბოქსიტები, სპილენძი, ტყვია, თუთია, ქვანახშირი, საშენი ხე-ტყე.
ექსპორტი - მანქანათმშენებლობის პროდუქცია, კვების პროდუქტები, ღვინო, თამბაქო, ტექსტილი.
ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე - 1.790 $.
ვალუტაბულგარული ლევი (BGL).
ისტორია
თურქებისაგან დამოუკიდებელი გახდა 1908 წელს. საბჭოთა ჯარები შევიდნენ ოკუპირებულ ბულგარეთში 1944 წელს, მონარქია დაეცა და დამყარდა კომუნისტური ორიენტაციის სახალხო რესპუბლიკა. პირველი დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა 1987 წელს. 1991 წელს მიღებულ იქნა ახალი კონსტიტუცია. პირველი არაკომუნისტური მთავრობა ჩამოაყალიბა ფილიპ დიმიტროვმა. 90-იანი წლების პირველ ნახევარში გრძელდებოდა პოლიტიკური არასტაბილურობა და გაფიცვები. კომუნისტები დიდ გავლენას ინარჩუნებდნენ, რომლებმაც თავიანთ პარტიას სოციალისტური უწოდეს. რეფორმების პროცესი რთულად მიმდინარეობდა. 2001 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა ყოფილმა მეფემ სიმეონ მე-2-, რომელიც ემიგრაციიდან დაბრუნდა. 2002 წლის ნოემბერში ბულგარეთმა მიწვევა მიიღო ნატოში გაწევრიანებისათვის.





















































1 comment:

  1. Borgata | Casino, Restaurants & Restaurants | DrmCD
    Borgata is a casino and entertainment destination in the heart of 전라남도 출장안마 Atlantic City. You 부천 출장안마 will 의정부 출장마사지 find everything from our signature restaurants to 포천 출장마사지 our fine 제주 출장안마 dining

    ReplyDelete