სახელწოდება
ოფიციალური: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა.
ჩინური: Zhonghua Renmin Gongheguo.
ეტიმოლოგია: ევროპულ ენებში სახელი Chine, China, Cina მომდინარეობს ცინის დინასტიისაგან. თვით ჩინელები თავის ქვეყანას უწოდებენ (ჩუნგო), რაც „შუა სახელმწიფოს“ ნიშნავს.
ქვეყნის კოდი: CN.
გეოგრაფია
ქვეყანა აზიაში, უკავია კონტინენტის ცენტრალური და აღმოსავლეთი ნაწილები. მისი მოსაზღვრე ქვეყნებია: რუსეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, ავღანეთი, პაკისტანი, ინდოეთი, ნეპალი, ბჰუტანი, მიანმარი, ლაოსი, ვიეტნამი, ჩრდილოეთი კორეა, მონღოლეთი.
ფართობი: 9.597.000 კვ.კმ. საზღვრები: საზღვაო - 14,000 კმ; სახმელეთო - 20,000 კმ.
ბუნება: ორი მესამედი მთებსა და უდაბნოებს (მათ შორის გობის უდაბნო) უჭირავს. გეოგრაფიული რაიონები - აღმოსავლეთი ჩინეთი, ტიბეტის ზეგანი, კუნლუნის მთები და ჰიმალაები, ტარიმის და ჯუნგარის აუზები, შიგა მონგოლეთის პლატო, მანჯურია, ხუანხეს და იანძის აუზები; უმაღლესი მწვერვალი – ჯომოლუნგმა, იგივე ევერესტი ტიბეტში (8.848 მ). მდინარეები (კმ) – იანძი 5.500; ხუანხე 4.700; ამური 4.300; მეკონგი 4.200 კმ; ტბები (კვ.კმ) - ცინხაი-ჰუ 4.000, დონტინ-ჰუ 3.100, ლოპ-ნორი 2.500, ჰულუნ-ნორი 2.400, ტაი-ჰუ 2.240; კუნძული - ჰაინანი 33.670 კვ.კმ; კლიმატი - სხვადასხვა (ჰიმალაების, პოლარული, კონტინენტური, ზომიერი, ტროპიკული).
ბუნებრივი რესურსები: ქვანახშირი, რკინის მადანი, ნავთობი, ბუნებრივი აირი, ვერცხლისწყალი, კალა, ვოლფრამი, მანგანუმი, მოლიბდენი, ვანადიუმი, ალუმინი, ტყვია, თუთია, ურანი, მსოფლიოში უდიდესი ჰიდროენერგეტიკული რესურსები.
სახელმწიფო
სახელმწიფო სისტემა: სოციალისტური რესპუბლიკა.
სახელმწიფოს მეთაური: თავმჯდომარე ჰუ ძინტაო (HU Jintao, 2003-დან).
საკანონმდებლო ორგანო: სრულიად ჩინეთის წარმომადგენელთა კრება (2985 წევრი, მსოფლიოში უდიდესი პარლამენტი).
ადმინისტრაციული დაყოფა]
ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია: 23 პროვინცია (sheng - მათ შორის ტაივანი), 5 ავტონომიური რეგიონი (zizhiqu), 4 მუნიციპალიტეტი (shi), 2 სპეციალური ავტონომიური რეგიონი (ჰონკონგი და მაკაო).
ტაივანი – გუანსი-ჯუანი – შიგა მონღოლეთი – ნინსია-ხუეი – სინძიანი – ტიბეტი – ჰონკონგი – მაკაო
დემოგრაფია
ჩინეთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული და ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა მსოფლიოში.
მოსახლეობა: 1.321.451 ათასი (2007), მათ შორის - ჩინელები - 92%. ეროვნული უმცირესობებია ტიბეტელები, უიღურები, ჩჟუანგები და მონღოლები.
ენები: სტანდარტული ჩინური (მანდარინი), ჩინური დიალექტები: კანტონის (იუე), შანხაის (ვუ), ფუჯოუს (მინბეი) და სხვა.
ქალაქები: პეკინი (6.619; აგლომ. 9.376); შანხაი (9.005; აგლომ. 12.040), ტიანძინი (4.333; აგლომ. 6.809), შენიანი (3.574; აგლომ. 6.473), უხანი (3.960; აგლომ. 4.496), გუანჯოუ (3.474; აგლომ. 5.280), ხარბინი (2.905; აგლომ. 4.493), სიანი (2.642; აგლომ. 2.988), ჩუნცინი (2.370; აგლომ. 7.039).
ეკონომიკა
ეროვნული პროდუქტი: მოცულობა - 1.055 მლრდ $ (მე-7 ადგილი); 1 სულზე - 860 $; სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა 19, მრეწველობა 49, მომსახურება 32.
ექსპორტი: ჩაი, ხორცის პროდუქტები, შალი და ბამბა, ნავთობი, მინერალები, ქიმიკატები, მსუბუქი მრეწველობის პროდუქცია. ჩინეთი მარცვლეულის, ბრინჯის, ბამბის უდიდესი მწარმოებელია მსოფლიოში.
ბიუჯეტი: 224,800 მლნ $.
ვალუტა: იუანი (CNY).
ისტორია
ჩინური სახელმწიფოებრიობისა და კულტურის ისტორია 40 საუკუნეს ითვლის. მსოფლიო ცივილიზაცია ბევრითაა დავალებული ჩინელებისაგან. მათ გამოიგონეს ქაღალდი და დენთი, მოიფიქრეს საბანკო კრედიტი, ქაღალდის ფული და კომპასი, ასევე ბეჭდვის ტექნოლოგია, ლაქი, ფაიფური, აბრეშუმი და ფეიერვერკი მრავალ სხვათა შორის. π-ს (ბერძ. პი) მნიშვნელობა გამოთვლილ იქნა მე-5 საუკუნის მათემატიკოსის ზუ ჩონჟის მიერ მე-7 ხარისხის ათწილადამდე. სუნ ძუს ომის ხელოვნება დაწერილი ძ.წ. მე-6 საუკუნეში დღემდე ადამიანთა ეფექტური მართვის უმნიშვნელოვანეს დოქტრინად ითვლება.
No comments:
Post a Comment