ბელარუსი (ბელარ. Беларусь, რუს. Беларусь ან Белоруссия), არის ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპაში,[1] რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვს. ბელარუსს აღმოსავლეთიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ესაზღვრება რუსეთი, სამხრეთიდან უკრაინა, დასავლეთიდან პოლონეთი, ხოლო ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან ლატვია და ლიტვა. დედაქალაქია მინსკი; სხვა მნიშვნელოვანი ქალაქერბია ბრესტი, გროდნო, გომელი, მოგილიოვი და ვიტებსკი. ქვეყნის ფართობი შეადგენს 207600 კმ2, ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ტყეებს უკავია,[2] ეკონომიკაში ყველაზე განვითარებული სფეროებია აგროკულტურა და მრეწველობა.
ბელარუსის ტერიტორიაზე არსებული პირველი დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო პოლოცკის სამთავრო, ეს სამთავრო კიევის რუსეთის დაშლის შემედეგად წარმოიქმნა, მოგვიანებით უკვე ბელარსები ხდება ლიტვის დიდი სამთავროს შემადგენელი ნაწილი, მას შემდეგ რაც ლიტვის და პოლონეთის გაერთიანება მოხდა, უკვე ამ მიწებს გაერთიანებული სახელმწიფო აკონტროლებდა. პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობასა და რუსეთის იმპერიას შორის არსებული ბრძოლების შემდეგ ეს ტერიტორია რუსეთის შემადგენლობაში მოექცა რიგითი გუბერნიის სტატუსით. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ აქ შეიქმნა ბელორუსიის სახალხო რესპუბლიკა (1918-1919), 1919 წლიდან უკვე ბელარუსია არის საბჭოთა რესპუბლიკა.
საბჭოთა კავშირის შექმნის შემდეგ, ეს ტერიტორია სსრკ-ში შევიდა მოკავშირე რესპუბლიკის სტატუსით. 1939 წელს სსრკ-ს მიერ გერმანიასთან დადებული მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტით, საბჭოთა კავშირმა მიიერთა აღმოსავლეთი პლონეთი, ეს ტერიტორია შეუერთდა ბელორუსის საბჭოთა რესპუბლიკას.[3] მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ბელარუსი ოკუპირებული იქნა გერმანელების მიერ. ომის დასრულების შემდეგ რესპუბლიკაში შედარებით განვითარდა ეკონომიკა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბელარუსი დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა. 1992 წელს ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი სწორედ ბელარუსი იყო. 1994 წლიდან დღემდე ქვეყნის მმართველია ალექსანდრე ლუკაშენკო.
ბელარუსის მოსახლეობა შეადგენს 9.85 მილიონ ადამიანს, ქვეყნის მთავარი ურბანული ცენტრებია დედაქალაქი მინსკი. აქ მცხოვრებთა 80 % ბელარუსელია, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწის შეადგენს პოლონელები და უკრაინელები. 1995 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად ქვეყნის ოფიციალური ენები გახდა: ბელარუსული და რუსული. ბელარუსის კონსტიტუციის შედეგად ქვეყანაში ოფიციალური რელიგია გამოცხადებული არ არის, თუმცა მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლია, მეორე რელიგია მრევლის რაოდენობით არის კათოლიკური ეკლესია.
სახელწოდება
ოფიციალური: ბელარუსის რესპუბლიკა.
ეროვნული: Беларусь, Республика Беларусь. დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე ბელორუსია (Белоруссия) ერქვა, შემდეგ კი ბელარუსი უწოდეს.
ეტიმოლოგია: ქვეყნის სახელი „თეთრ რუსეთს“ ნიშნავს. ბელორუსები ახალ ტერმინს Ruthenia ძირიდან წარმოებულად მიიჩნევენ. თუმცა ორივე ტერმინი Ruthenia და Russia მიღებულია ვიკინგური ძირისაგან Rus.
გეოგრაფია
ბელარუსის რესპუბლიკა
ქვეყანა ცენტრალური ევროპის აღმოსავლეთში. მისი მოსაზღვრე ქვეყნებია: რუსეთი — აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით, ლიტვა და ლატვია — ჩრდილო-დასავლეთით, პოლონეთი — დასავლეთით, უკრაინა — სამხრეთით. ფართობი შეადგენს 207.600 კვ. კმ-ს, საიდანაც 25 % ტყეებზე მოდის. მთავარი მდინარეებია: ნემანი, პრიპიატი, დნეპრი. ბუნებრივი რესურსები — ტყეები, ტორფი, ნავთობის და ბუნებრივი აირის მცირე მარაგები, გრანიტი, დოლომიტური კირქვა, ცარცი, სილა, ხრეში, თიხა.
სახელმწიფო
სახელმწიფო სისტემა — რესპუბლიკა.
სახელმწიფოს მეთაური — პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო (1994).
საკანონმდებლო ორგანო — ორპალატიანი ეროვნული კრება. ზედა პალატა — რესპუბლიკის საბჭო 64 წევრისგან არის დაკომპლექტებული, ქვედა პალატა — წარმომადგენელტა პალატა — 110 წევრისგან.
ტერიტორიული მოწყობა
ბელარუსი ადმინისტრაციულ-ტერიტორიულად იყოფა 6 ოლქად (voblast — ბრესტის, გომელის, გროდნოს, ვიტებსკის, მინსკის და მოგილიოვის) და 1 მუნიციპალიტეტი (horad — ქალაქი მინსკი).
დემოგრაფია
მოსახლეობა — 10.322 ათასი (2003), მათ შორის ბელორუსი 81 %, რუსი 11 %, პოლონელი, უკრაინელი და სხვა 7 %.
სახელმწიფო ენები — ბელორუსული და რუსული.
რელიგია — ქრისტიანობა, 70 % — მართლმადიდებლები, 20 % — კათოლიკები.
დედაქალაქი — მინსკი (1.769 ათასი), დიდი ქალაქები — გომელი (502 ათასი), ვიტებსკი (350), მოგილიოვი (359), გროდნო (270), ბრესტი (258).
ეკონომიკა
1995 წლიდან პრეზიდენტ ლუკაშენკოს ხელმძღვანელობით ქვეყანა დაადგა „საბაზრო სოციალიზმის“ მშენებლობის გზას, რაც საშუალებას იძლევა ფასების პოლიტიკასა და კერძო სექტორზე სახელმწიფო კონტროლისა. ძირითადი საექსპორტო პროდუქციაა — მანქანათმშენებლობის ნაწარმი, სასუქები, ტორფი, ელექტროსაქონელი. ეროვნული ვალუტაა ბელარუსის რუბლი (BYR).
უახლესი ისტორია
1918-19 წლებში მოიპოვა დამოუკიდებლობა რუსეთისაგან, 1941-44 წლებში ოკუპირებული იყო ფაშისტური გერმანიის მიერ. 1945 წელს გახდა გაეროს წევრი. 1991 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა სსრ კავშირისაგან. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა — შეიქმნა მინსკში. 1999 წელს ხელი მოეწერა შეთანხმებას რუსეთ-ბელარუსის კავშირის შექმნის შესახებ.
No comments:
Post a Comment