Wednesday, April 6, 2011

აფრიკა(მეორე ნაწილი)

პოლიტიკა


ალჟირი
ტოგო
ბენინი
ეკვატორული გვინეა
ჩადი
ეგვიპტე
ეთიოპია
ერიტრეა
კაბო*
ვერდე
ლიბია
მალი
განა
კოტ-
'ივუარი
ბურკინა
ფასო
მავრიტანია
მაროკო
სან ტომე და პრინსიპი*
ნიგერი
გაბონი
ნიგერია
კონგო
სომალი
სამხრ. აფრიკა
ნამიბია
სუდანი
ტუნისი
დასავლეთი
საჰარა
სენეგალი
გამბია
გვინეა
ბისაუ
გვინეა
ლიბერია
მადაგასკარი
ცენტრ. აფრიკის რესპ.
კენია
უგანდა
ტანზანია
ბურუნდი
რუანდა
ანგოლა
წმ. ელენეს კუნძული*
კამერუნი
სიერა-
ლეონე
ლესოთო
ზამბია
ზიმბაბვე
ბოტსვანა
მავრიკი*
რეიუნიონი*
*კომორის კუნძულები
სეიშელი
კონგოს
დემ.
რესპუბლიკა
სვაზილენდი
მოზამბიკი
მალავი
ჯიბუტი
ატლანტის
ოკეანე
ატლანტის
ოკეანე
ინდოეთის
ოკეანე
გიბრალტარის სრუტე
ხმელთაშუა ზღვა
წითელი
ზღვა

აფრიკის კონტინენტზე 56 სუვერენული სახელმწიფოა. მათი უმრავლესობა დამოუკიდებელი გახდა 50-იან 60-იან წლებში აფრიკის ევროპული კოლონიზაციის დასრულების შემდეგ. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ბევრ აფრიკულ სახელმწიფოში დაიწყო სამოქალაქო ომები, რომლებიც ზოგჯერ მოსახლეობის ამა თუ იმ ჯგუფის მასიურ გენოციდში გადაიზარდა. ბევრ ქვეყანაში დამყარდა დიქტატორული რეჟიმები. პოლიტიკური არასტაბილურობა, კორუფციის მაღალი დონე, ადამიანის უფლებების უგულველყოფა, სიღარიბე აფრიკული სახელმწიფოების წინაშე მდგარი ტიპიური პრობლემებია.

აფრიკის კავშირი არის ფედერაცია, რომელიც ყველა აფრიკულ ქვეყანას მოიცავს მაროკოს გარდა. კავშირი ჩამოყალიბდა 2001 წლის 26 ივნისს შტაბ-ბინით ადის-აბებაში. 2004 წლის ივლისში აფრიკის კავშირის პან-აფრიკული პარლამენტი მიდრანდში გავიდა, სამხრეთ აფრიკაში, თუმცა ადამიანთა უფლებების აფრიკის კომისია ადის-აბებაში დარჩა. აფრიკის კავშირს საპარლამენტო მთავრობა ჰყავს, ცნობილი როგორც აფრიკის კავშირის მთავრობა, რომელიც საკანონმდებლო, იურიდიული და აღმასრულებელი ორგანოებისგან შედგება, რომელსაც მართავს აფრიკის კავშირის პრეზიდენტი, რომელიც ასევე პან-აფრიკული პარლამენტის პრეზიდენტია. აფრიკის კავშირის პრეზიდენტად ირჩევენ პან-აფრიკული პარლამენტის წევრს უმრავლესობის მხადარჭერით.

პრეზიდენტი გერტრუდ იბენგვე მონგელა აფრიკის კავშირის მიმდინარე მეთაურია. პარლამენტის მიერ არჩეულ იქნა 2004 წლის მარტში, ხუთი წლის ვადით. პან-აფრიკული პარლამენტი შედგება 265 კანონმდებლისგან, ხუთი წევრით აფრიკის კავშირის ყოველი წევრი ქვეყნიდან. 21% წევრებისა ქალია.

გაუმართლებელი სახელმწიფო პოლიტიკით, არათანასწორი გლობალური ვაჭრობის პოლიტიკითა და გლობალური კლიმატის ცვლილების ეფექტების გამო აფრიკის მნიშვნელოვანი ნაწილი გავრცელებული შიმშილის მსხვერპლი გახდა. აფრიკის ტერიტორიის დიდ ნაწილზე მოსახლეობის არსებობისთვის არაადექვატური წყლისა და საკვების განაწილების სისტემაა. ის რაც კოლონიალიზმის პერიოდში მსოფლიოს ოქროს 90%-ის მომწოდებელი იყო, ამჟამად დედამიწაზე უღარიბესი კონტინენტია და მისი უმდიდრესი რესურსები სხვა კონტინენტებს ხმარდება. დაავადებების გავრცელებაც ასევე პრობლემატურია, განსაკუთრებით კი ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის და მასთნა დაკავშირებული იმუნიტეტის ნაკლებობის სინდრომის (შიდსი), რომელიც მომაკვდინებელი ეპიდემია გახდა კონტინენტისთვის.

ბოლო დროს შეიმჩნევა აფრიკის ორგანიზაციების და სახელმწიფოების ურთიერთობის გაღრმავება. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის (ყოფილი ზაირი) სამოქალაქო ომის დროს მასში ჩაერია მეზობელი აფრიკული ქვეყნები (არააფრიკული მდიდარი ქვეყნების ნაცვლად). კონფლიქტის დაწყებიდან 1998 წელს მსხვერპლმა 4 მილიონს მიაღწია. აფრიკის კავშირის მსგავსი პოლიტიკური ასოციაციები იმედს იძლევა, რომ კონტინენტის მრავალი ქვეყანა უფრო მეტ ურთიერთდახმარებასა და მშვიდობის შენარჩუნებას შეძლებს. აფრიკაში დღემდე ხშირია ადამიანის უფლებების დარღვევა, ხშირად სახელმწიფოს მეთვალყურეობის ქვეშ. ამგვარი დარღვევების უმეტესობა პოლიტიკური მიზეზებით ხდება, ხშირად როგორც სამოქალაქო ომის გვერდითი მოვლენა. ამგვარ ქვეყანათა რიგშია კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, სიერა ლეონი, ლიბერია, სუდანი, ზიმბაბვე და კოტ 'ივუარი.
ტერიტორიები და რეგიონები             


თანამედროვე აფრიკის პოლიტიკური რუკა ძირითადად ჩამოყალიბდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მხოლოდ ეთიოპია და ლიბერია არ ყოფილა კოლონიური ქვეყანა. აფრიკის ისტორიაში მნიშვნელოვანი წელი იყო 1960 წელი, როდესაც პოლიტიკური დამოუკიდებლობა მიიღო 17 სახელმწიფომ. XX საუკუნის 70-იან წლებში მოწესრიგდა . "სამხრეთ როდეზიის" პრობლემა, ხოლო 1994 წელს სარში მოეწყო, პირველი არარასობრივი არჩევნები. დღეისთვის კონტინენტზე 53 დამოუკიდებელი სახელმწიფოა. სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს დასავლეთ საჰარის საკითხი, ეს ტერიტორია 1976 წლამდე იმყოფებოდა ესპანელთა მმართველობის ქვეშ. დღეს აღნიშნული ტერიტორია ოკუპირებულია მაროკოს მიერ.
აფრიკის გეოგრაფიული ნაწილები:

██ ჩრდილოეთი აფრიკა

██ დასავლეთი აფრიკა

██ ცენტრალური აფრიკა

██ აღმოსავლეთი აფრიკა

██ სამხრეთი აფრიკა



აფრიკის პოლიტიკური რუკა
რეგიონის სახელი[1] და
ტერიტორიების დროშები      ფართობი
(კმ²)      მოსახლეობა
(2009)   სიმჭიდროვე
(კმ²)      დედაქალაქი
აღმოსავლეთი აფრიკა:              6,384,904             316,053,651        49.5
 ბურუნდი        27,830   8,988,091[2]       322.9     ბუჟუმბურა
 კომორის კუნძულები               2,170     752,438[2]           346.7     მორონი
 ჯიბუტი            23,000   516,055[2]           22.4        ჯიბუტი
 ერიტრეა           121,320 5,647,168[2]       46.5        ასმერა
 ეთიოპია           1,127,127             85,237,338[2]     75.6        ადის-აბება
 კენია   582,650 39,002,772[2]     66.0        ნაირობი
 მადაგასკარი   587,040 20,653,556[2]     35.1        ანტანანარივუ
 მალავი               118,480 14,268,711[2]     120.4     ლილონგვე
 მავრიკი             2,040     1,284,264[2]       629.5     პორტ-ლუი
 მაიოტა (საფრანგეთი)               374         223,765[2]           489.7     მამუდზუ
 მოზამბიკი       801,590 21,669,278[2]     27.0        მაპუტუ
 რეუნიონი (საფრანგეთი)         2,512     743,981(2002)    296.2     სენ-დენი
 რუანდა             26,338   10,473,282[2]     397.6     კიგალი
 სეიშელის კუნძულები             455         87,476[2]             192.2     ვიქტორია
 სომალი             637,657 9,832,017[2]       15.4        მოგადიშო
 ტანზანია          945,087 41,048,532[2]     43.3        დოდომა
 უგანდა              236,040 32,369,558[2]     137.1     კამპალა
 ზამბია                752,614 11,862,740[2]     15.7        ლუსაკა
ცენტრალური აფრიკა:               6,613,253             121,585,754        18.4
 ანგოლა              1,246,700             12,799,293[2]     10.3        ლუანდა
 კამერუნი          475,440 18,879,301[2]     39.7        იაუნდე
 ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა               622,984 4,511,488[2]       7.2          ბანგი
 ჩადი    1,284,000             10,329,208[2]     8.0          ნჯამენა
 კონგო                342,000 4,012,809[2]       11.7        ბრაზავილი
 კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა          2,345,410             68,692,542[2]     29.2        კინშასა
 ეკვატორული გვინეა 28,051   633,441[2]           22.6        მალაბო
 გაბონი               267,667 1,514,993[2]       5.6          ლიბრევილი
 სან-ტომე და პრინსიპი              1,001     212,679[2]           212.4     სან-ტომე
ჩრდილოეთი აფრიკა:                8,533,021             211,087,622        24.7
 ალჟირი             2,381,740             34,178,188[2]     14.3        ალჟირი
 ეგვიპტე[3]       1,001,450             83,082,869[2]     82.9        კაირო
 ლიბია                1,759,540             6,310,434[2]       3.6          ტრიპოლი
 მაროკო              446,550 34,859,364[2]     78.0        რაბატი
 სუდანი              2,505,810             41,087,825[2]     16.4        ხართუმი
 ტუნისი              163,610 10,486,339[2]     64.1        ტუნისი
 დასავლეთი საჰარა[4]                266,000 405,210[2]           1.5          ელ აიუნი
ესპანეთის და პორტუგალიის ტერიტორიები ჩრდილოეთ აფრიკაში:
 კანარის კუნძულები (ესპანეთი)[5]    7,492     1,694,477(2001)                226.2     ლას-პალმასი,
სანტა-კრუს-დე-ტენერიფე
 სეუტა (ესპანეთი)[6]   20           71,505(2001)      3,575.2 
 მადეირას კუნძულები (პორუგალია)[7]         797         245,000(2001)    307.4     ფუნშალი
 მელილია (ესპანეთი)[8]           12           66,411(2001)      5,534.2 
სამხრეთი აფრიკა:        2,693,418             56,406,762           20.9
 ბოტსვანა          600,370 1,990,876[2]       3.3          გაბორონე
 ლესოთო          30,355   2,130,819[2]       70.2        მასერუ
 ზიმბაბვე          390,580 11,392,629[2]     29.1        ჰარარე
 ნამიბია              825,418 2,108,665[2]       2.6          ვინდჰუკი
 სარი     1,219,912             49,052,489[2]     40.2        ბლუმფონტეინი, კეიპტაუნი, პრეტორია[9]
 სვაზილენდი  17,363   1,123,913[2]       64.7        მბაბანე
დასავლეთი აფრიკა:   6,144,013             296,186,492        48.2
 ბენინი                112,620 8,791,832[2]       78.0        პორტო-ნოვო
 ბურკინა ფასო                274,200 15,746,232[2]     57.4        უაგადუგუ
 კაბო-ვერდე    4,033     429,474[2]           107.3     პრაია
 კოტ-'ივუარი              322,460 20,617,068[2]     63.9        აბიჯანი,[10] იამასუკრო
 გამბია 11,300   1,782,893[2]       157.7     ბანჯული
 განა      239,460 23,832,495[2]     99.5        აკრა
 გვინეა 245,857 10,057,975[2]     40.9        კონაკრი
 გვინეა-ბისაუ  36,120   1,533,964[2]       42.5        ბისაუ
 ლიბერია           111,370 3,441,790[2]       30.9        მონროვია
 მალი   1,240,000             12,666,987[2]     10.2        ბამაკო
 მავრიტანია      1,030,700             3,129,486[2]       3.0          ნუაქშოტი
 ნიგერი               1,267,000             15,306,252[2]     12.1        ნიამეი
 ნიგერია             923,768 149,229,090[2]   161.5     აბუჯა
 წმინდა ელენე, ამაღლება და ტრისტანი-და-კუნია (.)        410         7,637[2]                14.4        ჯეიმსტაუნი
 სენეგალი          196,190 13,711,597[2]     69.9        დაკარი
 სიერა ლეონე  71,740   6,440,053[2]       89.9        ფრიტაუნი
 ტოგო 56,785   6,019,877[2]       106.0     ლომე
სულ     30,368,609           1,001,320,281     33.0



ეკონომიკა


მიუხედავად ბუნებრივი რესურსების სიუხვისა, აფრიკა მრავალ მიზეზთა გამო მსოფლიოს უღარიბეს და ყველაზე ნაკლებგანვითარებულ კონტინენტად რჩება. გაეროს ჰუმანური განვითარების მოხსენების თანახმად 2003 წელს ყველაზე ჩამორჩენილი 25 ქვეყანა ყველა აფრიკიდან იყო.

ზოგიერთ რეგიონში, განსაკუთრებით ბოტსვანაში და სამხრეთ აფრიკაში ეკონომიკური ზრდა შეინიშნება. ეს უკანასკნელი მდიდარია ბუნებრივი რესურსებით და ოქროსა და ალმასების მსოფლიოს წამყვანი მწარმოებელია, ასევე კარგად ჩამოყალიბებული ლეგალური სისტემა აქვს. სამხრეთ აფრიკას ასევე ხელი მიუწვდება ფინანსური კაპიტალთან, მრავალ ბაზრებთან, გამოცდილ მუშახელთან და პირველი კლასის ინფრასტრუქტურასთან მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ბოტსტვანას (ასევე ალმასების უდიდესი მწარმოებელი) ბიუჯეტის მეოთხედზე მეტი მისი დედაქალაქი გაბორონეს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე იხარჯება. ზოგიერთი სხვა აფრიკული სახელმწიფოც შედარებით პროგრესს განიცდის, მათ შორის განა, კენია, კამერუნი და ეგვიპტე.

ნიგერიას მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის მარაგი აქვს, უდიდესი მოსახლეობა აფრიკის ქვეყნებს შორის, და ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა მსოფლიოში.

ბოლო ათწლეულში აფრიკის ეკონომიკამ შესამჩნევი ზრდა დაიწყო და საშუალოდ 5%- მიაღწია წლიურად. თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში ზრდა გაცილებით მაღალია (საშ. 10+%), მაგ. ანგოლაში, სუდანში და ეკვატორულ გვინეაში. სამივე მათგანმა ბოლო დროს ნავთობის მოპოვება დაიწყო.

ბოლო პერიოდში აფრიკის ქვეყნებში სწრაფი ტემპებით ვითარგება მომსახურების სფერო, ბევრი ქვეყანა დიდ ყურადღებას უთმობს ტურისტული ინდუსტრიის განვითარებას. ტურიზმიდან შემოსავალი მნიშვნელოვანი წყარო გახდა ისეთი ქვეყნებისთვის, როგორებიცაა: ეგვიპტე, ტუნისი, სენეგალი, უგანდა, კომორის კუნძულები. ტურიზმი ასევე ფეხს იდგანს: ზიმბაბვეში, მადაგასკარში. ტექნიკური თვალსაზრისით აფრიკის ინდუსტრიის ყველაზე განვითარებული დარგი არის მოპოვებითი მრეწველობა. ჩრდილოეთსა და დასავლეთში მოიპოვებენ ნავთობს და გაზს, აქ მნიშვნელოვანია უცხოური კაპიტალის როლი.

მიუხედავად იმისა, რომ შედარებით სწრაფი ტემპებით იზრდება კონტინენტის გადამამუშავებელი მრეწველობა, ეკონომიკაში მისი როლი ჯერაც მცირეა. მრეწველობის ეს დარგი ძირითადად განვითარებულია სარ-ში, ეგვიპტეში ალჟირში, ნიგერიაში. განვითარდა შავი და ფერადი მეტალურგია, მანქანაქთმშენებლობა, ქიმიური მრეწველობა. რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, აქ წამყვანი დარგია მემცენარეობა. საექსპორტო კულტურებიდან აღსანიშნავია :კაკაო, ყავა, ბანანი, ჩაი, არაქისი. კაკაოს უდიდესი მწარმოებლებია განა და კოტ-'ივუარი. ყავა გავრცელებულია ტროპიკულ აფრიკაში, გამოირჩევა: კოტ-'ივუარი, ეთიოპია, უგანდა, ანგოლა. მეცხოველეობა გამოირჩევა დაბალპროდუქტიულობით. აფრიკის ყველაზე ნაყოფიერია, კონტინენტის აღმოსავლეთი მხარე, სადაც ძირითადად მოჰყავთ საექსპორტო კულტურები. გვალვიან ადგილებში ძირითადად განვითარებულია სასაძოვრო მესაქონლეობა. სანაპირო რაიონებთან და ტბებთან განვითარებულია მეთევზეობა.
დემოგრაფია



აფრიკის დაახლოებით 800 მლნ-იანი მოსახლეობა ეთნიკური და რასობრივი შემადგენლობით მრავალფეროვანია.

საჰარის ჩრდილოეთით მცხოვრები მოსახლეობა განეკუთნება ევროპეიდულ რასას (არაბები, ბერბერები). მეშვიდე საუკუნეში არაბების მოსვლასთან ერთად აქ გავრცელდა არაბული ენა და ისლამი.

საჰარის სამხრეთით მცხოვრები მკვიდრი მოსახლეობა განეკუთნება ნეგროიდულ რასას. სხვადასხვა ბანტუს ენებზე (ნიგერ-კონგოს ენათა ოჯახის ნაწილი) მოლაპარაკე ხალხი შეადგენს სამხრეთი, ცენტრალური და აღმოსავლეთი აფრიკის მოსახლეობის უმრავლესობას. დასავლეთი აფრიკა დასახლებულია ნიგერ-კონგოს სხვა ენებზე მოლაპარაკე ხალხით. აღმოსავლეთი და ცენტრალური აფრიკაში აგრეთვე ცხოვრობენ აფრო-აზიულ ენებზე მოლაპარაკე ეთიოპელები და სომალელები, ასევე სხვადასხვა ნილო-საჰარულ ენებზე მოლაპარაკე ხალხი. სამხრეთ აფრიკაში მცირე რაოდენობით გვხვდებიან ჰოტენტოტები და ბუშმენები, რომელთაც ბანტუს ჩრდილოეთიდან მიგრაციამდე მთელი სამხრეთ აფრიკის ტერიტორია ეკავათ.

ევროპული კოლონიზაციის პერიოდიდან აფრიკის ტერიტორიაზე გაჩნდა ევროპელი თეთრკანიანების მნიშველოვანი ჯგუფები. მათი შთამომავლები არიან სამხრეთ აფრიკის თეთრკანიანები (აფრიკანერები, ინგლისელი სამხრეთ აფრიკელები).

რელიგიური აღმსარებლობის მიხედვით აფრიკელების 40% ქრისტიანია, 40% მუსულმანი. დანარჩენი 20% ადგილობრივი აფრიკული რელიგიების მიმდევარია. ისლამი ჩრდილოეთ აფრიკის გარდა გავრცელებულია აღმოსავლეთ აფრიკაში. აფრიკელი ქრისტიანების უმრავლესობას წარმოადგენს ევროპული კოლონიზაციის პერიოდში გაქრისტიანებული მკვიდრი მოსახლეობა. აფრიკა აგრეთვე არის ეთიოპიის მსოფლიოში ერთერთი უძველესი ორთოდოქსული ქრისტიანული ეკლესიის სამშობლო.

აფრიკის მოსახლეობა ტერიტორიულად არათანაბრადაა განაწილებული. მოსახლეობის განლაგებაზე, მხოლოდ ბუნებრივი პირობები არ ახდენს გავლენას, არამედ ისტორიული ფაქტორიც, პირველ ყოვლისა კი მონათვაჭრობის შედეგები და ხანგრძლივი დროის მანძილზე კოლონიური რეჟიმის არსებობა. შედარებით მჭიდროდაა დასახლებული ხმელთაშუა ზღვის, გვინეის ყურის და კონტინენტის სამხრეთ-დასავლეთი სანაპიროები, მოსახლეობის ყველაზე მაღალი სიმჭიდროვეა, ნილოსის დელტაში, სადაც 1 კვ.კმ-ზე 1000 კაცზე მეტი მოდის. საჰარის უდაბნოში რომელსაც კონტინენტის 1/4 უკავია, ცხოვრობს მთელი მოსახლეობის 1 %-ზე ნაკლები, მის ზოგიერთ რეგიონში კი საერთოდ არ არის მუდმივი მოსახლეობა.
რასები

მკვლევართა აზრით აფრიკს თანამედროვე ადამიანის წინაპართა სამშობლოა. აღმოსავლეთ აფრიკაში 2,7 მილ. წლის ასაკის ქანებს შორის აღმოაჩინეს ადამიანის ჩონჩხის ნაშთები. შესაძლებელია რომ ის იყო გონიერი ადამიანის წინაპარი. ეთიოპიაში მეცნიერებმა უძველესი ადამიანის ასაკი დაადგინეს - დაახლოებით 4 მილიონი წელი. ფიქრობენ რომ იგი ტანდაბალი იყო, ჰქონდა მაგარი კბილები და მცენარეულობებით იკვებებოდა. დღეისთვის აფრიკაში ცხოვრობს სამივე რასის ხალხი: ევროპელები, ეკვატორული (ნეგროიდული) და მონღოლოიდური. კონტინენტის მცხოვრებთა დიდ ნაწილს მკვიდრი მოსახლეობა - ნეგროიდები შეადგენენ.

ბუშმენი ადამიანი ბოტსვანაში

მკვიდრ მოსახლეობას მიაკუთვნებენ აგრეთვე ჩრდილოეთ აფრიკაში უძველესი დროიდან მცხოვრებ, არაბებს და ბერძნებს, რომლებიც ევროპული რასის სამხრეთ შტოს მიეკუთვნებიან. მათი სალაპარაკო ენა ძირითადად არაბულია. ნეგროიდები კონტინენტის ძირითად ნაწილში ცხოვრობენ. მათთვის დამახასიათებელია შავი კანი, მუქი ფერის თმა და თვალები, წაგრძელებული თავის ქალა, ვიწრო ცხვირი და ოვალური სახე. ისინი ცხოვრობენ საჰარის სამხრეთით, კონტინენტის დიდ ნაწილზე. და ქმნიან ეკვატორული რასის აფრიკულ შტოს. ნეგროიდებს შორის განსხვავებაა კანის ფერის, სიმაღლის და თავის ქალის მოყვანილობის მიხედვით. სიმაღლით გამოირჩევიან ნილოტის ხალხები, რომლებიც ნილოსის ზემო წელსა და ვიქტორიის ტბის აღმოსავლეთით ცხოვრობენ. მათი საშუალო სიმაღლეა 180 - 200 სმ. ნილოსის ზემო დინების მიდამოებში ნეგროიდები ძალიან მუქი, თითქმის შავი ფერის კანით გამოირჩევიან.

ბენინელი ქალი.

ეკვატორული ტყეების ნეგროიდები - პიგმეები დაბლები (150 სმ-ზე დაბალი) არიან. ბერძნული სიტყვა "პიგმიოს" სიტყვა-სიტყვით "მუშტისტოლა ხალხს" ნიშნავს, ქართულ ენაზე კი მას კარგად ეხამება სიტყვა "ცეროდენა". მათ კანის ფერი შედარებით უფრო ღია აქვთ, ვიდრე სხვა ნეგროიდებს, ტუჩები თხელი. პიგმეები ტყის მობინადრეები არიან. ტყე მათთთვის სახლი და არსებობის მთავარი საშუალებაა, ისინი აფრიკის ყველაზე მცირერიცხოვანი ხალხი არიან.

სამხრეთ აფრიკის უდაბნოებსა და ნახევარუდაბოებში ცხოვრობენ ბუშმენები და ჰოტენტოტები. მათ აქვთ მოყვითალო ყავისფერი კანი და ბრტყელი სახე, რითაც ისინი მონღოლოიდებს ჰგვანან. ბუშმენები პიგმეებივით ტანდაბლნი, მაგრამ ძვალწვრილნი არიან ("ბუშმანი"- სიტყვა-სიტყვით "ბუჩქის კაცს" ნიშნავს). ევროპელი დამპყრობელების წყალობით მათი რიცხვი საგრძნობლად შემცირდა.

ზოგიერთი მკვლევარი ეთიოპიელებს გარდამავალ რასას მიაკუთვნებს. ისინი გამოირჩევია, ღია მაგრამ მოწითალო ფერის კანით. ეთიოპიელები გარეგნობით ახლოს არიან ევროპული რასის სამხრეთის შტოსთან. სიტყვა-სიტყვით "ეთიოპი" -"მზით დამწვარს" ნიშნავს. მალაგასიელები მოღოლოიდური და ნეგროიდული რასის შერევით წარმოიქმნა. მოსული ევროპეიდული წარმოშობის მოსახლეობა ძირითადად ხელსაყრელი პირობების მქონე ადგილებში ცხოვრობს და კონტინენტის მოსახლეობის მცირე ნაწილს შეადგენს. ჩრდილოეთ აფრიკაში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს გასწვრივ, ცხოვრობენ ფრანგები, ხოლო კონტინენტის უკიდურეს სამხრეთში - აფრიკანერები (ნიდერლანდიდან გადმოსახლებულთა შთამომავლები), ინგლისელები და სხვ.
ენები


მრავალი ვარაუდით აფრიკაში ათასზე მეტი ენაა გავრცელებული, რომელთა უმრავლესობა აფრიკული წარმოშობისაა, დანარჩენი კი ევროპული. აფრიკა მსოფლიოში ყველაზე პოლიგლოტი ქვეყანაა, აქ ჩვეულებრივი მოვლენაა რამდენიმე აფრიკულ ენასთან ერთად ერთი ან ორი ევროპული ენის ცოდნა. აფრიკაში სულ ოთხი ენობრივი ოჯახია.
აფრო-აზიური ენების ოჯახში 240 ენა და 285 მილიონი ადამიანია, რომელთა უმრავლესობა აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ აფრიკაში, საჰელში და სამხრეთდასავლეთ აზიაშია გავრცელებული.
ნილოს-საჰარის ენების ოჯახი ასზე მეტ ენას შეიცავს და 30 მილიონი მოსაუბრე ჰყავს. ეს ენები ძირითადად გავრცელებულია ჩადში, ეთიოპიაში, კენიაში, სუდანში, უგანდაში და ჩრდ. ტანზანიაში.
ნიგერიულ-კონგოური ენების ოჯახი მოიცავს სუბსაჰარის აფრიკის უმეტესობას და სავარაუდოდ ყველაზე ვრცელი ენობრივი ოჯახია მსოფლიოში განსხავებული ენების მიხედვით. მათი უმრავლესობა ბანტუს ენებია, რომლებზეც სუბსაჰარის აფრიკაში საუბრობენ.
ხოისური ენების ოჯახში დაახლოებით ორმოცდაათი ენაა და სამხრეთ აფრიკაში გავცელებული 120.000 ადამიანში. ხოისურ ენათა უმრავლესობა გადაშენების პირასაა მისული. ხოი და სან ხალხი აფრიკის ამ ნაწილის აბორიგენ მცხოვრებლებად არიან მიჩნეული.

კოლონიალიზმის შედეგად თითთქმის ყველა აფრიკულმა ქვეყანამ ოფიციალურ ენად მიიღო მათი კონტინენტისთვის უცხო ენა, თუმცა ამჟამად რამდენიმე მათგანი პარალელურად მშობლიურ ენასაც იყენებს (მათ შორის სვაჰილი). მრავალ ქვეყანაში ინგლისური და ფრანგული (იხ. აფრიკული ფრანგული) გამოიყენება საზოგადოებრივ სფეროში მთავრობაში, კომერციაში, განათლებასა და მედიაში. აქ გავრცელებულ სხვა არააფრიკულ ენებს შორისაა არაბული, პორტუგალიური, აფრიკაანსი და მალაგასიური
კულტურა



რთული გეოგრაფიული და კლიმატური პირობების მიუხედავად, აფრიკის კონტინენტზე მაინც წარმოიშვა ბევრი კულტურა და ცივილიზაცია. თუმცა ისეთმა გარეშე ძალებმა, როგორც თავდაპირველად არაბებმა, ხოლო შემდეგ ევროპელებმა, გამანადგურებელი ეფექტი მოახდინეს აფრიკული ცხოვრების განვითარებაზე.

აფრიკა, სავარაუდოდ, ადამიანთა მოდგმის აკვანს წარმოადგენდა. ანთროპოლოგებმა ტანზანიაში აღმოაჩინეს ადამიანის ჩონჩხი და შრომის პრიმიტიული იარაღების ნაშთები, რომლებიც 2 მილიონი წლითაა დათარიღებული. მართალია, ამ მემკვიდრეობს ზუსტი კვალი დიდი კამათის საგანს წარმოადგენს, მაგრამ სრულიად საფუძვლიანია ვივარაუდოთ, რომ თანამედროვე ადამიანის წინაპრები სწორედ აფრიკის კონტინენტზე წარმოიშვნენ.

აფრიკული კულტურა ისტორიის მანძილზე განიცდიდა უცხოური კულტურების გავლენას და თავის მხრივ ზემოქმედებას ახდენდა სხვა ქვეყნების და კონტინენტების კულტურაზე. უდიდესი წვლილი შეიტანა თანამედროვ ცივილიზაციის განვითარებაში, ძველმა ეგვიპტემ. აფრიკის კონტინენტზე არსებობს 2 000-ზე მეტი ადგილობრივი ენა, აქედან 400 ნიგერიაში. ეს ყველაფერი კონტინენტის მაღალ კულტურაზე მეტყველებს. აფრიკის ქვეყნების კულტურის ფონზე გამოირჩევიან: ნკეტია (ბენინელი კოპოზიტორი), ენო ბელინგია (კამერუნელი კომპოზიტორი), აფუორქ თექლე (ეთიოპიელი მხატვარი), ეზეკილ მპხალელე (ლიტერატურა, სარი), ჩინუა აჩები (ლიტერატურა, ნიგერია) და ..

იუნესკოს მსოფლიოს ბუნებრივი ლადშაფტის და უნიკალური ისტორიული არქიტექტულ მემკვიდრეობათა შორის, აფრიკის კონტინენტზე 78 ობიექტი მდებარეობს. აქედან აღსანიშნავია: ტიმგალი (ალჟირი), ამოეას მეფის სასახლე (ბენინი), ჯენე (ქალაქის ძველი ნაწილი, მალი), ომოს ეროვნული პარკი (ეთიოპია).

ძვ.. 8000 წელს ჩრდილოეთ აფრიკის გამწვანებულ და ნაყოფიერ მიწებზე სახლობდა ქვის ხანის ხალხი. ცნობები მათ შესახებ შემორჩენილია იმ ნახატებში, რომლებიც შესრულებულია გამოქვაბულების კედლებზე. მოგვიანებით ძვ.. 4000-2000 წლების შუალედში, ამ კონტინენტზე კლიმატი საგრძნობლად შეიცვალა, მიწა გამოშრა და გაჩნდა საჰარას ვრცელი უდაბნო. ამის შემდეგ საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკის ტერიტორიების განვითარება საგრძნობლად შენელდა. ხალხს საუკუნეები დასჭირდა იმისათვის, რომ შეემუშავებინა ახალი ტექნოლოგიები და საშუალებები უდაბნოს ბარიერის გადასალახად. ამასობაში კი, ჩრდილოეთ აფრიკის კულტურა ხმელთაშუა ზღვის კულტურების გვარდით ვითარდებოდა, თავდაპირველად ძველი ეგვიპტის გავლენით, მოგვიანებით კლასიკურ კულტურებთან შერწყმით (ბერძნული და რომაული), ხოლო შემდგომ ისლამური სამყაროს კვალდაკვალ.

აფრიკის დანარჩენ ტერიტორიაზე ცივილიზაცია ვითარდებოდა გეოგრაფიული მდებარეობითა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით. მდებარეობა მოიცავდა უდაბნოებისა და ეკვატორული ტყეების ვრცველ ტერიტორიებს, მაღალ ზეგნებზე მდინარეები ჩაედინებოდა უზარმაზარ ჩანჩქერებად, რომლებიც შეუძლებლად ხდიდა ამ მდინარეების სავაჭრო და სატრანსპორტო გამოყენებას. მიუხედავად ამისა, საჰარის ქვედა ტერიტორიებზე მაინც ვითარდებოდა სოფლის მეურნეობა. ძვ.. 200 წელს ჩრდილო-აღმოსავლეთით დაიწყეს რკინის დამუშავება; მის სამხრეთით პროგრესი ნელი ტემპით მიმდინარეობდა, თუმცა ახ.. 1200 წელს მხოლოდ პიგმეები და ბუშმენებიღა ცხოვრობდნენ ქვის ხანაში. მიუხედავად ამისა, სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიები მაინც პრიმიტიული იყო, აქ არ არსებობდა ურემი და გუთანიც კი.
მუსიკა და ცეკვა

კულტურის დარგებს შორის განსაკუთრებით გამოიყოფა სახვითი ხელოვნება, მუსიკა და ცეკვა. აფრიკაში მცხოვრებ თითქმის ყველა ხალხს აქვს, თავისი ინდივიდვსლური მუსიკალური კულტურა, სიმღერების და ცეკვების თავისი ტრადიცია. მათი უმეტესობა უკავშირდება ნადირობას და მიწათმოქმედებას. იმისათვის რომ ნადირობა წარმატებით დამთავრებულიყო, ხალხი მართავდა დიდ წარმოდგენებს ცეკვების და მუსიკის თანხლებით. აფრიკელი ხალხის მუსიკალურ ცხოვრებაში, განსაკუთრებულ როლს თამაშობდა დოლი.

No comments:

Post a Comment