Wednesday, April 6, 2011

არაბთა გაერთიანებული საამიროები

                                                   არაბთა გაერთიანებული საამიროები


არაბთა გაერთიანებული საამიროები (არაბ. الإمارات العربيّة المتّحدة‎‎), შემოკლებით ემირატებიმონარქიული სახელმწიფო არაბეთის ნახევარკუნძულზე. მისი მოსაზღვრე ქვეყნებია საუდის არაბეთი, კატარი და ომანი. ემირატები დაარსებულ იქნა 1972 წლის 2 დეკემბერს როცა ბრიტანეთის პროტექტორატი დამთავრდა და საამიროები ფედერაციად გაერთიანდნენ.


სახელწოდება
ოფიციალური : არაბეთის გაერთიანებული საამიროები
ეროვნული : الإمارات العربيّة المتّحد (ალ-იმარათ ალ-არაბიია ალ-მუთაჰიდა)
გეოგრაფია

ხედი სატელიტიდან

ქვეყანა მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, არაბეთის ნახევარკუნძულზე. მოსაზღვრე ქვეყნებია: კატარი, საუდის არაბეთი, ომანი.
ფართობი : 83.600 კმ².
უმაღლესი წერტილი : ჰაჯარის მთები
ქვეყნის უდიდესი ნაწილი უდაბნოს უკავია. მოსახლეობა ცხობრობს ზღვისპირა ზონაში ან ოაზისებში. 1970 წლიდან დაიწყო სარწყავი არხების დაყვანა ოაზისების მიმდებარე უდაბნოებში და მათი ნაყოფიერ მიწებად გადაქცევის პროცესი.
კლიმატი : ემირატები მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცხელი სახელმწიფოა.
აბუ დაბის წლიური საშუალო ტემპერატურის სკალათვე    იან         თებ       მარ        აპრ        მაი         ივნ         ივლ      აგვ                სექ         ოქტ      ნოე        დეკ
მაქსიმალური  24 °C      25 °C      29 °C      34 °C      38 °C      40 °C      41 °C      42 °C      40 °C      36 °C      30 °C      26 °C
მინიმალური   14 °C      15 °C      17 °C      21 °C      24 °C      26 °C      29 °C      30 °C      27 °C      23 °C      19 °C      16 °C




სახელმწიფო

ფედერაციული ინსტიტუტები

უზენაესი საბჭო შედგება 7 საამიროს მმართველებისაგან, რომელიც ირჩევს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს 5 წლის ვადით. არაოფიციალურად პრეზიდენტის თანამდებობა აბუ-ზაბის შეიხეის ალ-ნაჰიანებს გადეცემათ მემკვიდრეობით, პრემიერ-მინისტრობა კი დუბაის შეიხებს ალ-მაკტუმებს. უზენაესი საბჭო ირჩევს მინისტრთა საბჭოს და 40 კაციან საკავშირო ეროვნულ საბჭოს. დუბაის და რას ალ-ხაიმას საამიროების გარდა ყველა საამირო საკავშირო სასამართლო სისტემას ექვემდებარება. ემიირატების ყველა საამიროში მოქმედებს აგრეთვე ისლამური სამართალი.


7 საამირო და მათი მმართველები
აბუ ზაბი - შეიხი ხალიფა ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანი 2004 წლიდან
აჯმანი - შეიხი ჰუმაიდ ბინ რაშიდ ალ-ნუაიმი 1981წლიდან
დუბაი - შეიხი მუჰამედ ბინ რაშიდ ალ-მოკტუმი 2006 წლიდან
ფუჯაირა - შეიხი ჰამად ბინ მუჰამედ ალ-შარქი 1974 წლიდან
რას ალ-ხაიმა - შეიხი საქრ ბინ მუჰამედ ალ-ქასიმი 1948 წლიდან
შარჯა - შეიხი სულტან ბინ მუჰამედ ალ-ქასიმი 1987 წლიდან
უმ ალ-ქუვაინი - შეიხი რაშიდ ბინ აჰმედ ალ-მუალა 1981 წლიდან
დემოგრაფია

დუბაი

უდიდესი ქალაქებია (1 იანვარი, 2005)
დუბაი : 1.137.347
აბუ-ზაბი : 603.492
შარჯა : 543.733
ალ-აინი : 408.733
აჯმანი : 226.172
საშ ალ-ხაიმა : 115.949

მოსახლეობის უმრავლესობა სუნიტი მუსლიმია, მცირე ნაწილი აღიარებს შიიზმს. ემირატებში ბევრია სამუშაოდ ჩასული უცხოელები. მათი უმრავლესობა ინდოეთის სუბკონტინენტიდან და ფილიპინებიდანაა
ეკონომიკა

არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს აქვს მაღალინდუსტრიული ეკონომიკა, რამაც გადააქცია ის ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ქვეყნად მსოფლიოში. ქვრყნის ძირითადი რესურსები ნავთობი და გაზია. საუდის არაბეთისა და ქუვეითისგან განსხვავებით, საამიროებში გვიან დაიწყო ნავთობის მოპოვება. (1969 .) დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქვეყნის ხელისუფლებამ გამოისყიდა უცხოური ნავთობის კონცერნების აქტივები. 1981 წლისათვის ნავთობიდან მიღებული შემოსავლები 100-ჯერ გაიზარდა. უზარმაზარი სიმდიდრე, რომელსაც ქვეყანა იღებს ნავთობისგან, მთავრობას საშუალებას აძლევს განახორციელოს გრანდიოზული სოციალურ-ეკონომიკური პროგრამები. ქვეყანაში არის თავისუფალი ეკონომიკური ზონები, რომლებიც პირველად დუბაის პორტის (ჯაბალალი) ირგვლივ დაარსდა 80-იან წლებში. 90-იან წლებში საამიროები გადაიქცა ახლო აღმოსავლეთის მსხვილ საფინანსო ცენტრად. ქვეყანაში ფაქტობრივარ არ არის ინფლაცია. სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია 5%. სოფლის მეურნეობა აკმაყოფილებს კვების პროდუქტებზე ქვეყნის მოსახლეობის მოთხოვნის მხოლოდ მეოთხედს. თევზჭერიდან მიღებული შემოსავლები 4-ჯერ აღემატება სოფლის მეურნეობიდან მიღებულ შემოსავლებს. ექსპორტი: ნავთობი და ნავთობპროდუქტები, გაზი, ალუმინი. იმპორტი: მძიმე მანქანათმშენებლობის პროდუქცია და სატრანსპორტო აღჭურვილობა, სასოფლო-სამეურნეო ცხოველები. სავაჭრო პარტნიორები: ტაილანდი, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, გერმანია, სინგაპური, ... იაპონია, ინდოეთი, იტალია, ირანი (მასზე მოდის დუბაის ბიზნესის 20-30%) და სამხრეთ კორეა.






































                                   

No comments:

Post a Comment