Wednesday, April 13, 2011

ბრაზილია






სახელწოდება
ოფიციალური: ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა.
პორტუგალიური: República Federativa do Brasil.
ეტიმოლოგია: - ქვეყნის სახელწოდება Brasil მიღებულია აქ გავრცელებული წითელი ხისაგან, რომელსაც ადგილობრივი ინდიელები უწოდებენპაუ-ბრაზილს“.
ქვეყნის კოდი: BR.
გეოგრაფია


ქვეყანა მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში და უკავია ამ კონტინენტის ნახევარი ტერიტორია. ესაზღვრება კონტინენტის 12 სახელმწიფოდან 10- (ყველას, ეკვადორისა და ჩილეს გამოკლებით). ესენია: ურუგვაი, არგენტინა, პარაგვაი, ბოლივია, პერუ, კოლუმბია, ვენესუელა, გაიანა, სურინამი და საფრანგეთის გვიანა.მათგან ყველაზე გრძელი საზღვარი აქვს ბოლივიასთან 3400 კმ, ყველაზე პატარა კი სურინამთან - 597 კმ. საზღვრები მეზობელ სახელმწიფოებთან არ წარმოადგენს რთულ ბუნებრივ დაბრკოლებებს, რაც აადვილებს მის ეკონომიკურ კავშირებს კონტინენტის ქვეყნებთან. აღმოსავლეთით, ჩრდილო-აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით ბრაზილიას ფართო გასასვლელი აქვს ატლანტის ოკეანეზე. სანაპირო ხაზის სიგრძეა 7491 კმ. ქვეყნის ტერიტორია აღმოსავლეთიდან დასავლეთით გადაჭიმულია 4348 კმ-ზე, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ კი - 4320 კმ-ზე. ბრაზილია ფართობით ორჯერ ჭარბობს დასავლეთ ევროპას.

ბრაზილიის უზარმაზარ ტერიტორიაზე გამოიყოფა ორი მსხვილი ბუნებრივი ოლქი: ამაზონის დაბლობი, რომელიც ვრცელდება ქვეყნის ჩრდილოეთით და ბრაზილიის მთიანეთი, რომელიც იკავებს ქვეყნის ტერიტორიის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებს. ბრაზილიის ტერიტორიაზე არ გვხვდება ის გრანდიოზული მთათა სისტემები, რომლებიც წარმოდგენილია კონტინენტის დასავლეთ ნაწილში.

ბრაზილიის მთიანეთი მოიცავს მთელი ქვეყნის ტერიტორიის 2/3-. იგი აგებულია ძველი კრისტალური ქანებისაგან, სადაც ჭარბობს გრანიტი, გნეისი, კვარციტი. ეს ყველაფერი დაფარულია დანალექი ქანებით. ზოგ ადგილებში, კრისტალური ქანები გამოდიან ზედაპირზე. მთიანეთი ძირითადად ხასიათდება გორაკ-ბორცვიანი ზედაპირით, რომელიც მაღლდება ჩრდილოეთიდან სამხრეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით.

მთიანეთი დასავლეთით გადადის პანტანალის ვაკეში, ხოლო სამხრეთით - ლა-პლატის დაბლობში. ჩრდილო დასავლეთით იგი თანდათან იშლება და უერთდება ამაზონის დაბლობს, რომლის ფართობიც 1.6 მლნ კვ.კმ-ია. მსოფლიოში უდიდესი ეს ტროპიკული დაბლობი მდებარეობს ტექტონიკური ჩაღუნვის ოლქში, რომელიც ამოვსებულია ზღვიური და კონტინენტური დანალექი მასალით.

ბრაზილია მდიდარი ქვეყანაა სასარგებლო წიაღისეულით, რაც უპირველეს ყოვლისა განპირობებულია გეოლოგიური აგებულების თავისებურებით. ქვეყანა პირველ ადგილზეა ლათინურ ამერიკაში რკინის, მანგანუმის, ქრომიტების, ბარიტის, პირიტის, ნიობიის და გარსის მარაგით. მეორეზეა ტიტანის, ვოლფრამის, კობალტის, კალის, აზბესტის და კალიუმის მარილების მარაგით. ამავე დროს, ქვეყანა ენერგეტიკული რესურსების მნიშვნელოვან სიმცირეს განიცდის.
ფართობი: 8.511.965 კვ.კმ.
ბუნება: უმაღლესი მწვერვალი - პიკო-და-ნებლინა, 3,014 ; მთავარი მდინარეები (კმ) – ამაზონი 3.500 (სულ 6.280), პურუსი 3.000 (სულ 3.210), რიო სან-ფრანსისკუ 2.900, ტოკანტისი 2.700, არაგუაია 2.600, რიო პარანა 2.400 (სულ 4.700); უდიდესი ტბა (კვ.კმ) - ლაგოა მირიმი 3.000; მთავარი კუნძულები (კვ.კმ) - მარაჟუ 47.573, დიდი გურუპა 4.864; კლიმატი - ეკვატორული, ტროპიკული.
ბუნებრივი რესურსები: ბრაზილიას სასარგებლო წიაღისეულის დიდი მარაგი აქვს, მათ შორის ბოქსიტები, ოქრო რკინის მადანი, მანგანუმი, ნიკელი, ფოსფატები, პლატინა, კალა, ურანი, ნავთობი, ჰიდროენერგია, საშენი ხე-ტყე (ტროპიკულ ზონაში).
კლიმატი

ბრაზილიის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი მდებარეობს ტროპიკულ სარტყელში, მისი სამხრეთი ნაწილი კი ექცევა სუბტროპიკულ სარტყელში. დაბალ განედებში მდებარეობა განაპირობებს მზის რადიაციის სიუხვეს და ტემპერატურის მაღალ მაჩვენებლებს, რომლებიც მერყეობს +14,7 გრადუსიდან 28,3 გრადუსამდე. ეს ტემპერატურები თანდათან კლებულკობს ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით,თვიური და წლიური ამპლიტუდა კი მატულობს.

ქვეყნის მტელი ტერიტორია, ჩრდილო-აღმოსავლეთის ზოგიერთი რაიონის გამოკლებით მნიშვნელოვანი რაოდენობის ტენს იღებს - 1000 მმ-ზე მეტს წელიწადში. ტროპიკული ბრაზილიის ყველაზე ცივი თვის და ყველზე თბილი თვეების საშუალო ტემპერატურებს შორის განსხვავება დაახლოებით 3-4 გრადუსია. ნალექები წლის მანძილზე არათანაბრად არის განაწილებული, განასხვავებენ ორ სეზონს: მშრალს და ტენიანს.

No comments:

Post a Comment