Wednesday, April 6, 2011

აზია

                                                                 აზია
აზია - ყველაზე დიდი ქვეყნის ნაწილი, ევროპასთან ერთად ქმნის ევრაზიის კონტინენტს.სექციების სია [დამალვა
აზიას გარს აკრავს ჩრდილოეთი ყინულოვანი ოკეანე, წყნარი ოკეანე და ინდოეთის ოკეანე თავისი გარე ზღვებით, აგრეთვე ატლანტის ოკეანის შიგა კონტინენტური ზღვები. აზიასა და ევროპას შორის საზღვრის ხაზის თაობაზე იხილეთ სტატია: ევროპა-აზიის საზღვარი. ჩრდილოეთ ამერიკისაგან იგი გამოყოფილია ბერინგის სრუტით, ხოლო აფრიკისაგან - სუეცის ყელით. კუნძულების საერთო ფართობი 2 მლნ კვ.კმ- შეადგენს.
რელიეფი. აზიის საშუალო სიმაღლეა - 950 . ძირითადი მთიანი სისტემებია: ჰიმალაი (უმაღლესი მწვერვალი ჯომოლუნგმა, 8848 ), კავკასიონი, ჰინდუქუში, ყარაყორუმი, პამირი, ტიან-შანი, კუნ-ლუნი, ჩინეთ-ტიბეტის მთიანეთი, ალტაი, საიანები, ურალი, წინა აზიის მთიანეთი, ტიბეტის ზეგანი. აზიის ყველაზე მნიშვნელოვანი დაბლობებია: დასავლეთ ციმბირის, თურანის, ჯუნგარის, ჩინეთის დიდი, ინდო-განგის, მესოპოტამიის. აზიის ჩრდილოეთი და მთიანი რეგიონების რელიფზე დიდი გავლენა მოახდინა უძველესმა გამყინვარებამ - დაახლოებით 11 მლნ კვ.კმ (ძირითადად ციმბირი) მრავალწლიან ყინულებს უკავია.
გეოლოგიური სტრუქტურა. აზიის ძირითადი სტრუქტურული ელემენტებია უძველესი პლატფორმები: ციმბირის (ალდანის ფართან ერთად), ჩინეთ-კორეის, სამხრეთ ჩინეთის, ინდოეთის. ყველაზე მოძრავია ჰიმალაური და აღმოსავლეთ აზიური გეოსინკლინური სარტყელები. ნეოტექტონიკური მოძრაობებითაა მოცული აგრეთვე სხვადასხვა ასაკის სტრუქტურების ვრცელი ზოლი ჰისარ-ალაიდან ჩუკოტკის ნახევარკუნძულამდე. შუა, ცენტრალური და აღმოსავლეთი აზია, მალაის არქიპელაგი ხასიათდებიან ძლიერი სეისმურობით. კამჩატკაზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბევრ კუნძულზე მოქმედი ვულკანებია.
კლიმატი. კლიმატი იცვლება არქტიკულიდან ჩრდილოეთში, ეკვატორულით სამხრეთში. ევრაზიის პერიფერიებში კლიმატი ოკეანურია, სამხრეთში და აღმოსავლეთში - მუსონური, ხოლო შიგა რეგიონებში - კონტინენტური და მკაცრად კონტინენტური. ჩრდილოეთ-აღმოსავლეთში, ვერხოიანსკისა და ოიმიაკონის რაიონებში, გადის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს სიცივის ზოლი. დედამიწაზე ყველაზე მეტი ნალექი მოდის ინდოეთის ქალაქ ჩერაპუნჯში, დაახლ. 12 ათასი მმ წელიწადში.
შიგა წყლები. აზიის უდიდესი მდინარეებია: იანძი, ობი, ენისეი, ლენა, ამური, ხუანხე, მეკონგი, ბრაჰმაპუტრა, განგი, ინდი, ტიგროსი, ევფრატი. ტბებიდან აღსანიშნავია: კასპიის ზღვა, არალის ზღვა, ბაიკალი (ყველაზე ღრმა ტბა მსოფლიოში).
უდიდესი ქვეყნები. ფართობის მიხედვით აზიის უდიდესი ქვეყნებია: რუსეთი - 17,075 ათასი კვ.კმ (ნაწილობრივ ევროპაშია), ჩინეთი - 9,597, ინდოეთი - 3,287, ყაზახეთი - 2,717, საუდის არაბეთი - 1,960, ინდონეზია - 1,919, ირანი - 1,648, მონღოლეთი - 1,565.
გეოგრაფიული რეგიონები

აზიას ტრადიციულად ყოფენ შემდეგ გეოგრაფიულ რეგიონებად:
ჩრდილოეთი აზია
ცენტრალური აზია
აღმოსავლეთი აზია
სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
სამხრეთი აზია
დასავლეთი აზია

აზიის სხვა რეგიონები და მხარეებია: მცირე აზია, შუა აზია, კავკასია, ახლო აღმოსავლეთი, შუამდინარეთი.
მოსახლეობა

მსოფლიოს მოსახლეობის 60% აზიის წილად მოდის. 2003 წლის შეფასებით აქ 4 მილიარდი ადამიანი ცხოვრობდა.
ქვეყნები. ყველაზე ხალხმრავალი ქვეყნებია: ჩინეთი - 1,284 მლნ, ინდოეთი - 1,045 მლნ, ინდონეზია - 231 მლნ, პაკისტანი - 147 მლნ, რუსეთი - 144 მლნ (ნაწილობრივ ევროპაშია), ბანგლადეში - 133 მლნ, იაპონია - 127 მლნ.
სიმჭიდროვე. ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყნებია: სინგაპური - 6,040 კაცი 1 კვ.კმ-ზე, მალდივის კუნძულები - 1,070, ბაჰრეინი - 987, ბანგლადეში - 926, სამხრეთი კორეა - 491.
რელიგია. მსოფლიოს რელიგიების უმრავლესობას დასაბამი აზიაში მიეცა. მათგან უპირატესად აზიაში გავრცელებულია: ბუდიზმი, ინდუიზმი, ისლამი, შინტოიზმი, ჯაინიზმი, ტაოიზმი, სიკჰიზმი, ზოროასტრიზმი. ძირითადად აზიის გარეთ გავრცელებულია: ქრისტიანობა, იუდაიზმი.

აზიის ისტორია
ამჟამად აზიის ტერიტორიაზე მდებარეობს 48 სუვერენული სახელმწიფო, 3 სამფლობელო და 2 გაურკვეველი საერთაშორისო სტატუსის ტერიტორია.

ავღანეთი
აზერბაიჯანი ¹
არაბთა საამიროები
აღმოსავლეთი ტიმორი
ბანგლადეში
ბაჰრეინი
ბრუნეი
ბჰუტანი
ერაყი
ვიეტნამი
თურქეთი ¹
თურქმენეთი
იაპონია
იემენი
ინდოეთი
ინდონეზია      იორდანია
ირანი
ისრაელი
კამბოჯა
მიანმარი
კატარი
კვიპროსი
ლაოსი
ლიბანი
მალაიზია
მალდივის კუნძულები
მონღოლეთი
ნეპალი
ომანი
პაკისტანი
რუსეთი ¹           სამხრეთი კორეა
საუდის არაბეთი
საქართველო ¹
სინგაპური
სირია
სომხეთი
ტაილანდი
ტაჯიკეთი
უზბეკეთი
ფილიპინები
ქუვეითი
ყაზახეთი ¹
ყირგიზეთი
შრი-ლანკა
ჩინეთი
ჩრდილოეთი კორეა


1 ნაწილობრივ ევროპაში მდებარეობს.

აზიის ტერიტორიას ეკუთვნის ავსტრალიის 3 კუნძულოვანი სამფლობელო:
ეშმორის და კარტიეს კუნძულები
კუკის კუნძულები
შობის კუნძული

გაურკვეველი საერთაშორისო სტატუსის ტერიტორიებია:
პალესტინა
ტაივანი

No comments:

Post a Comment